—

თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების კადრებს ავრცელებს

33
თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების კადრებს ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქული პრესა, სტამბოლის ცენტრში, ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების კადრებს აქვეყნებს.

არსებული ინფორმაციით, შემოწმდა უსაფრთხოების 1200 კამერა, რომლებმაც დააფიქსირა ქალი, რომელმაც ქალაქის ცენტრში ასაფეთქებელი ჩანთით დატოვა. სამართალდამცველებმა შეისწავლეს მისი მარშრუტები შემთხვევის ადგილისკენ. სპეცოპერაცია 21 მისამართზე ჩატარდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი 46 ეჭვმიტანილი. 

მედიის ინფორმაციით, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და ის აჰლამ ალბაშირია, სირიის მოქალაქე. 

როგორც მედია წერს, დაკითხვისას მან აღიარა,  ქურთისტანის მუშათა პარტიასთან [PKK] თანამშრომლობა და თქვა, რომ აფეთქება სწორედ PKK-მა განახორციელა.

აფეთქება სტამბოლში გუშინ 13 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →