—

ნინო წილოსანი - მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობებშია

11
ნინო წილოსანი - მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობებშია
მოსასმენად დააჭირეთ

ყველა სხვა პატიმართან შედარებით, მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე პირობებშია და მის ნაცვლად ცოტა უხერხულადაც ვიგრძნობდი თავს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“…

ყველა სხვა პატიმართან შედარებით, მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე პირობებშია და მის ნაცვლად ცოტა უხერხულადაც ვიგრძნობდი თავს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება თავისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდას, პატიმრობის პერიოდში მას რაიმე განსაკუთრებული რეჟიმები არ უნდა დაუწესდეს.

„შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია და ის ამდენი ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებაშია, კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევენ და უტარდება ყველაფერი. მასთან შედის ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს და რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით ან მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. ყველა ეს ადამიანი მას ნახულობს. ჩემთვის ადამიანურადაც გასაგებია, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ხვდებით, ის რამდენად შლეგი ადამიანია, ერთ ოთახში გამოკეტილი, თუნდაც ეს საავადმყოფოს პალატა იყოს, ძალიან მძიმე ასატანია.

მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება თავისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდას, მას რაიმე განსაკუთრებული რეჟიმები უნდა დაუწესდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა სხვა პატიმართან შედარებით ის, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე პირობებშია და მის ნაცვლად ცოტა უხერხულადაც ვიგრძნობდი თავს იმიტომ, რომ მსგავს პირობებში ნამდვილად არ არიან, ამ ფუფუნებაში, რომ მუდმივად პენიტენციური სისტემის გარეთ იყოს ამდენი ხანი, სხვა პატიმრები და არც ამდენი მნახველი ჰყავთ სხვა პატიმრებს იმისთვის, რომ უკეთ გაერთონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →