—

ევროპის საბჭომ და ევროპარლამენტმა უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

14
ევროპის საბჭომ და ევროპარლამენტმა უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობამ და ევროპარლამენტმა უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არ აღიარების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა…

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობამ და ევროპარლამენტმა უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არ აღიარების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეთანხმებული ტექსტი საბოლოოდ უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, სანამ ფორმალური დამტკიცების პროცედურას გაივლიან.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემაზე, რასაც რუსეთი იყენებს. ასევე რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ ცალმხრივად აღიარების თაობაზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ამ რეგიონებში გაცემული დოკუმენტები, ბევრ წევრ ქვეყანაში არ არის აღიარებული, დანარჩენი ევროპული ქვეყნები კი ასეთი არაღიარების მიღების პროცესში არიან.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →