—

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - არანაირი ფასი არ აქვს

23
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - არანაირი ფასი არ აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიციას, რომ ევროპარლამენტარებს, სურთ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში", კალაძე განმარტავს, რომ გარკვეული ადამიანების დაჯგუფებას არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს.

„ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, რეალურად ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან. მათ არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია, რომელიც მოქალაქეებზე, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, სიმშვიდის შენარჩუნებაზე",- აღნიშნავს კალაძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →