—

გიორგი კაპანაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გადატვირთვა - ნიკა მელიამ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, უნდა გადადგეს

11
გიორგი კაპანაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გადატვირთვა -  ნიკა მელიამ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, უნდა გადადგეს
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ნიკა მელიას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.

მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაძლიერება და განახლება სჭირდება, მათ შორის, იმიტომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინონ.

„ერთმანეთის მტრები არ ვართ, თანამებრძოლები ვართ. როდესაც ვითხოვთ ახალ შიდა არჩევნებს, ეს მიმართულია პარტიის გაძლიერებაზე, შიდა დემოკრატიის გაძლიერებაზე და იმაზე, რომ ჩვენს გულგატეხილ მხარდამჭერებს მოვუსმინოთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომების გამო არიან გულგატეხილნი და იმედგაცრუებულები. დაგროვდა პრობლემები, რომელსაც გადატვირთვა სჭირდება. დღეს პარტიას სჭირდება გადატვირთვა. მნიშვნელოვანი ამ ბრძოლიდან გამოვიდეთ გაძლიერებულნი, რათა გადავდგათ ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მიზნით და საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

როდესაც ვსაუბრობთ შიდა პარტიულ არჩევნებზე ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გავძლიერდეთ და „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა გავხდეთ. ამიტომ, ნურავინ ეცდება პროცესები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, სისუსტედ და დაპირისპირებად წარმოაჩინოს. უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადგან ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს. ის, ვინც თავმჯდომარეა სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამომრჩევლები იმედგაცრუებულები არიან “,- განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ნიკა მელიას შეცდომა იყო, როდესაც 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის წამოყენების გარეშე დაშალა.

„14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, მიშას მხარდასაჭერად შეიკრიბა 65 ათასზე მეტი ადამიანი, ნახევარ საათში გაუშვა ამდენი ადამიანი სახლში ისე, რომ ერთი უწყინარი ულტიმატუმი არ წაუყენა ხელისუფლებას. ამ კონკრეტული მიტინგის დაშლა იყო შეცდომა. ამის გარდა, ბევრი შეცდომა იყო და არ ვაპირებ შიდა ამბები გარეთ გამოვიტანო.

შევხედოთ IRI-ის კვლევებს, მანამდე NDI- ის კვლევებს, ჩვენ წინ წავედით?! არ წავედით და ვერ წავედით. ამ რეიტინგებითაც კი არის საფუძველი იმისა, რომ გადავახარისხოთ პოლიტსაბჭო და გადავახარისხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა.

უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები. პირადად მე, რომელიც 2003 წლიდან ვარ ამ პარტიის მხარდამჭერი, მზად ვარ ახალ ლეგიტიმაციის მქონე ლიდერს ხელი ჩამოვართვა და მასთან ერთად ვიბრძოლო. ნიკა მელიამ ამ მომენტიდან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ის უნდა გადადგეს და მოუსმინოს ამომრჩეველს“,- განაცხადა კაპანაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →