—

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

11
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის განცხადებით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და მომდევნო კვირებში ჩაერთონ პირდაპირ დიალოგში.

„შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და მოაწყონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მდივანი ბლინკენის, ამერიკული მხარის მიმართ გუშინდელი დისკუსიების ორგანიზებისთვის. გუშინდელი დღე დადებითი იყო იმით, რომ მხარეები შეხვდნენ. მათ გამოავლინეს უთანხმოების მრავალი სფერო. დღის ბოლოს მათ შეძლეს ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება. მათ შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და ჩაერთონ პირდაპირ დიალოგსა და დიპლომატიაში მომდევნო კვირებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვაშინგტონში, 7 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →