—

მარნეულის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

13
მარნეულის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ, ზაურ დარგალთან ერთად სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

„ქ. მარნეულის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და ახალი წყლის რეზერვუარები.

პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.

სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად, 15 თვის განმავლობაში დასრულდება.

შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 22 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ამასთანავე, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორიცელებენ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.,

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →