—

ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს

10
ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების…

ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებშია აღნიშნული.

“[ევროპარლამენტი საქართველოს] ურჩევს სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის”, - წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში.

მიღებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

მანამდე გასაჯაროებული ვარიანტისგან განსხვავებით, სადაც საუბარი იყო სანქცირებაზე, დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება სანქცირების მოთხოვნა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →