—

მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი გეგმავს

14
მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს. ექსპერტი სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“…

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს. ექსპერტი სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ 14:00 საათზე მივა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ კითხვები იქნება დასმული.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა გრძელდება, რა მიზნითაც, მიხეილ სააკაშვილს, დღეს, კლინიკა „ვივამედში“ ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი, კორნელიუს კატონა მოინახულებს. კატონა საქართველოს ამ მიზნით დღეს ესტუმრება. ის სხვა, საკუთარი დარგის წამყვან უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩართულია ექსპერტიზაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ ატარებს. სხვა საკითხებთან ერთად ექსპერტის წინაშე დასმულია შეკითხვები მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე ინფორმაციით, ბრიტანელი ექსპერტი არის ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი და მართავს სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. „მომზადებული აქვს 2000 სამედიცინო ექსპერტიზაზე მეტი, დაწერილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და პუბლიკაცია, მათ შორის, პოსტ-ტრავმული აშლილობის, შიმშილით პროტესტისა და პატიმრობაში მყოფ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, - აღნიშნავს ჯიშკარიანი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →