—

დღეს აზერბაიჯანში გამარჯვების დღე აღინიშნება

19
დღეს აზერბაიჯანში გამარჯვების დღე აღინიშნება
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში მოპოვებული დიდი გამარჯვების მეორე წლისთავი - გამარჯვების დღე აღინიშნება.

InterPress.ge იუწყება, რომ გამარჯვების დღე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ 2020 წლის 3 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებულებით დაწესდა.

44-დღიანი ბრძოლის განმავლობაში ვაჟკაცურმა აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა 5 ქალაქი, 4 დასახლება და 286 სოფელი. ამგვარად, ქალაქი ჯაბრაილი და რაიონის 90 სოფელი, ქალაქი ფუზული და რაიონის 53 სოფელი, ქალაქი ზანგილანი, მინჯივანი, აგბანდი, ბართაზის დასახლებები და რაიონის 52 სოფელი, ჰადრუტის დასახლება და ხოჯავენდის რაიონის 35 სოფელი, თათრის რაიონის 3 სოფელი, ქალაქ გუბადლი და რაიონის 41 სოფელი, ხოჯალის რაიონის 9 სოფელი, ქალაქი შუშა, ლაჩინის რაიონის 3 სოფელი, ასევე რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე აღდარას და მუროვდაგის მიმართულებით და ზანგილანში ბართაზის, სიღირთის, შუქურათაზის სიმაღლეებზე და კიდევ 5 უსახელო სიმაღლეები გაათავისუფლეს.

აზერბაიჯანის გამარჯვებებმა სამხედრო სფეროში, განსაკუთრებით შუშას მტრის ტყვეობიდან განთავისუფლებამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის ბედში, სომხეთის მიერ მისი დამარცხების აღიარებამ გამოიწვია კაპიტულაცია, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა აიძულა სომხეთი დაებრუნებინა ქალბაჯარის, აღდამის და ლაჩინის რაიონები.

2020 წლის 9-10 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს სამმხრივ განცხადებას ცეცხლის სრული შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონაში ყველა სამხედრო ოპერაციის შესახებ. სომხეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს იმ დღეს. ამით დასრულდა სომხეთ-აზერბაიჯანული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.

10 ნოემბრის განცხადების მიხედვით, აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები აზერბაიჯანს მშვიდობიანად დაუბრუნდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →