—

რუსეთის ეკონომიკა სექტემბერში 5%-ით შემცირდა

12
რუსეთის ეკონომიკა სექტემბერში 5%-ით შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში მშპ-ის ვარდნის მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო…

მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში მშპ-ის ვარდნის მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4.4%-ითაა შემცირებული.

საერთო ჯამში, წლის ბოლოსთვის სამინისტრო მშპ-ის მოცულობის 2.9%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც წლის დასაწყისში პროგნოზირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით გაცილებით უარესი მაჩვენებელია, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ ომის დაწყების შემდეგ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ეკონომიკის შემცირების მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და "ნაწილობრივი მობილიზაციაა", რომელზეც დიდი რაოდენობით მატერიალური და ადამიანური რესურსები იხარჯება.

ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამჟამად წლიური ინფლაციის დონე რუსეთში 12.8%-იან ნიშნულზეა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.08%-ით მეტია და მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს.

 მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, ცენტრალური ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის 12%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. 2023 წლისთვის კი 5.0 – 7.0%-იანი ინფლაციაა ნავარაუდევი.

(bm.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →