—

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ

12
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით უახლოეს მომავალში ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. ინფორმაცია ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა…

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით უახლოეს მომავალში ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. ინფორმაცია ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიჰან გაჯიზადემ დაადასტურა.

“დიახ, უახლოეს მომავალში იგეგმება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიხუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივითა და მონაწილეობით”, - თქვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აქამდე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ “რამდენიმე დღეში” ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც აზერბაიჯანელ და ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას გეგმავს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →