—

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინის დასწრების შემთხვევაში, უკრაინა მასში მონაწილეობას არ მიიღებს

12
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინის დასწრების შემთხვევაში, უკრაინა მასში მონაწილეობას არ მიიღებს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს თუ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს თუ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ “დიდი ოცეულის” სხვა წევრების მონაწილეობას თვალს არ ადევნებს.

“ჩემი პირადი და უკრაინის პოზიცია იმაშია, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მომავალი სამიტისთვის ემზადება და აღნიშნა, რომ დღეს სამიტისთვის მზადების საკითხი მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის, პრეზიდენტთანაც განიხილა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს. კიდევ ვნახავთ, რამდენიმე დღე დარჩა”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →