—

9 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირი დააკავეს

16
9 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირია დაკავებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირია დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის მეორე კვარტალში - 28, ხოლო მესამე კვარტალში 15 ადამიანი დააკავეს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სისხლის სამართლის 2231 მუხლით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს, 5 პირია დაკავებული, მუხლი 2233 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით - 5 პირი, ხოლო მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით - 5.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2231 - „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 13 პირი იყო დაკავებული, მუხლი 2233 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით 6 პირი, ხოლო მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით - 10.

სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, უწყების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით, რაც „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს, არცერთი პირი არ დაუკავებიათ.

ასევე 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის არცერთი პირი დაკავებული არ იყო.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის ჯამში 79 პირი იყო დაკავებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →