—

თურქეთს ისრაელთან ურთიერთობის შენარჩუნება სურს

15
თურქეთს ისრაელთან ურთიერთობის შენარჩუნება სურს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, თურქეთს სურს ისრაელთან შეინარჩუნოს ურთიერთგაგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა…

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, თურქეთს სურს ისრაელთან შეინარჩუნოს ურთიერთგაგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია ლიდერობს და როგორც ჩანს, ისრაელს ისტორიაში ყველაზე ულტრა-მემარჯვენე კოალიცია ეყოლება.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დათბობის ფარგლებში, 2008 წლის შემდეგ, ანკარას ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი წელს პირველად ეწვია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2010 წელს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ღაზას სექტორში შესულ თურქულ ხომალდზე ისრაელის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას თურქეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →