—

სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ - როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული

16
სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ -  როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული
მოსასმენად დააჭირეთ

როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა…

როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის განხილვის დროს განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს საქართველოს მიერ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და შეფასება იქნება ძალიან მძიმე.

„რაც შეეხება იმას, ვინ მიაჩნიათ ევროკავშირში ოლიგარქად და ვის გავლენაზე საუბრობენ, რადგან თქვენ ეს აქამდე ვერ გაიგეთ, სამარცხვინოდ მიგაჩნიათ ევროპარლამენტის ერთი რეზოლუცია, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტი მიიღებს მეორე რეზოლუციას. ამის შემდეგ ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს, რა გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად და ეს შეფასებები იქნება ძალიან მძიმე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ გვინდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, არამედ იმიტომ, რომ როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გზა აირჩია.

„გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის რეალური რეფორმების გატარებაზე უარის თქმა. ნიკა გვარამიას ციხეში დატოვება ოლიგარქის მიერ მართული სასამართლოს მიერ არის კიდევ ერთხელ გაკეთებული ხმამაღალი განაცხადი, რომ არავინ აპირებს ამ ქვეყანაში ევროკავშირის არცერთი მოთხოვნის შესრულებას. მეორე, გადაწყვიტეთ, რომ მიიღოთ კანონპროექტი და რაღაც რეესტრის შექმნით თქვენ ფაქტობრივად აანონსებთ ნადირობას ამ ქვეყანაში თქვენთვის არასასურველ ოპონენტებზე. ასე გვესმის თქვენი პოზიცია და ასე ესმის ევროკავშირსაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →