—

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

169
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, ქვეყნის მიერ დასახულ გზაზე, ისევე, როგორც არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, დიპლომატებს უდიდესი მისია აკისრიათ.

„ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ დიპლომატის დღეს! დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას და იმ განსაკუთრებულ მისიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აკისრია დიპლომატიას.

სიმბოლურია, რომ პროფესიულ დღესასწაულს სწორედ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების დღეს აღვნიშნავთ, რითიც ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედს და ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს - ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

ქვეყნის მიერ დასახულ ამ გზაზე, ისევე, როგორც არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, თქვენ გაკისრიათ უდიდესი მისია და დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებს.

სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან ერთად, რომელიც ერთიანი, მთლიანი გუნდია, განსაკუთრებით მინდა მივესალმო საქართველოს დიპლომატიურ მისიებს საზღვარგარეთ და თითოეულ დიპლომატს, რომელიც სამშობლოსა და ოჯახის წვერებისგან შორს იცავს ქვეყნის ინტერესებს. ყველას გიხდით მადლობას გაწეული სამსახურისთვის და გისურვებთ მომავალ წარმატებებს“,- აცხადებს ილია დარჩიაშვილი, რომლის განცხადებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →