—

გორში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა

10
გორში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

გორში, მშვიდობის გამზირზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი და 7 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო…

გორში, მშვიდობის გამზირზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი და 7 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დედა-შვილს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. ორივე პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათივე ინფორმაციით, იგეგმება დაშავებული მოზარდის თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →