—

გიორგი ვაშაძე - ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბევრი განსაცდელი გვაქვს, თუ ვიქნებით ერთიანნი, გვარამია-სააკაშვილიც გათავისუფლდებიან

14
გიორგი ვაშაძე - ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბევრი განსაცდელი გვაქვს, თუ ვიქნებით ერთიანნი, გვარამია-სააკაშვილიც გათავისუფლდებიან
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს ორი არჩევანი, ან რუსეთისკენ ან ევროპისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, შესაბამისად ევროპისკენ მიმავალ გზაზე გვაქვს ბევრი განსაცდელი, ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ…

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს ორი არჩევანი, ან რუსეთისკენ ან ევროპისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, შესაბამისად ევროპისკენ მიმავალ გზაზე გვაქვს ბევრი განსაცდელი, ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ ნიკა გვარამიას სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა ერთადერთი გზა ერთიანობაა.

„საერთო ევროპული ერთობა თუ იქნება ევროპულ ფლანგზე, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და გვარამიასაც და სააკაშვილსაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ეს არის ერთადერთი გზა, ერთიანობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვინდა, გვარამია იყოს თავისუფალი? ერთიანობა, გვინდა, სააკაშვილი იყოს თავისუფალი? ერთიანობა. ევროკავშირის სტატუსი გვინდა? ერთიანობა. ვიდრე ერთობას არ დაინახავს, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ, არანაირი შეწყალება არ იქნება, ნუ გექნებათ ეს ილუზია, უზენაესში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი იქნება, ვიდრე ხალხის ძალას არტ ნახავენ. ჩვენ, ვინც მივიღეთ ამის გადაწყვეტილება, მივდივართ ერთიანობის გზით, ვისაც სხვა გზა აქვს, გვაჩვენეთ უკეთესი გზა თუ არსებობს. დავდგებით ერთად, გავიმარჯვებთ. ჩემი გეგმა არის ერთიანობა, ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →