—

ხატია დეკანოიძე - რაც არ უნდა თქვას "ქართულმა ოცნებამ\", ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი - ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“

13
ხატია დეკანოიძე - რაც არ უნდა თქვას "ქართულმა ოცნებამ\", ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი - ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“
მოსასმენად დააჭირეთ

ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“ - ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე…

ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“ - ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი თავის დასჯას არ აპირებს, თუმცა, საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილს განიხილავენ არა მარტო საფრთხეს საქართველოში დემოკრატიისთვის, არამედ მას განიხილავენ, როგორც საფრთხეს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის.

"რაც არ უნდა თქვას "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, სწორედ ამიტომ კანონმდებლობას, რაც პირდაპირ, იდენტურად გადმოიტანეს უკრაინიდან, განვიხილავთ არა მხოლოდ არასაკმარისად, არამედ ყალბად და მხოლოდ ფასადურად. არ მივიჩნევთ, რომ ეს კანონმდებლობა არის ადეკვატური იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ქვეყანას აქვს. ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ის, ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი "დაგუგლოს" - ეს არის მცირეთა მმართველობა, როცა არის სერიოზული კავშირი სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელისუფლებო წრეებს და ოლიგარქებს შორის", - განაცხადა დეკანოიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →