—

არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს

18
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

თუკი ამომრჩეველს სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ…

თუკი ამომრჩეველს სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ - ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

როგორც თალაკვაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების წინ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსულტაციები გაიმართება და პოლიტიკური ველი მნიშვნელოვანწილად გადახალისდება.

მისივე თქმით, “რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, პრაიმერისზე საუბრით ოპოზიცია მის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფუთვას ცდილობს.

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს. კარგად ხვდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ სამომავლო გეგმა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არიან. ეს (პრაიმერისი) არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, რომ ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →