—

უკრაინის საჰაერო ძალები: 50 რუსული რაკეტიდან 44 ჩამოვაგდეთ

14
უკრაინის საჰაერო ძალები: 50 რუსული რაკეტიდან 44 ჩამოვაგდეთ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით უკრაინაში გაშვებული 44 რუსული საკრუიზო რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.

მთლიანობაში რუსეთმა 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

სარდლობა იტყობინება, რომ 31 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმების რამდენიმე ტალღა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 

X-101/X-555 საკრუიზო რაკეტები Tu-95/Tu-160 სტრატეგიული ავიაციით გაისროლეს კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან, ასევე როსტოვის რეგიონიდან, ვოლგოდონსკიდან. 

"საჰაერო ძალებმა 44 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. საჰაერო სარდლობის „ცენტრის“ პასუხისმგებლობის ზონებში - 18, საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ - 12, საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთი“ - 9, საჰაერო სარდლობა „დასავლეთი“ - 5."- ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, მათ შორის დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, სულ მცირე, 3 აფეთქების ხმა იყო, ხოლო უკრაინაში 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. უკრაინსკა პრავდა წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა პოლტავასა და ვინიციაშიც.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →