—

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, შსს პირველ კომენტარს აკეთებს

14
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, შსს პირველ კომენტარს აკეთებს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, 10-ზე მეტი…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს ღონისძიებები. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა სახის, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ასევე - რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ამ ადამიანებს ქვეყანაში ნარკოტიკები სხვადასხვა გზით შემოჰქონდათ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა“, - აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საუბარია ისეთ ნარკოტიკებზე, როგორებიცაა ჰეროინი, კოკაინი და სხვ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →