—

მედიის ინფორმაციით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს

32
მედიის ინფორმაციით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო  “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.

რუსეთის თავდაცვის უწყების თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემებზე “თავდასხმაში” ჩართული იყო ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი და შვიდი საზღვაო უპილოტო აპარატი. ამავდროულად, უწყება აღნიშნავდა, რომ “თავდასხმის” შედეგად “უმნიშვნელო დაზიანებები” მხოლოდ ნაღმოსანმა ხომალდმა “ივან გოლუბეცმა” მიიღო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ტერორისტულ თავდასხმაში მოყოლილი შავი ზღვის ფლოტის გემები “მარცვლეულის შეთანხმების” უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართული”.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →