—

რუსთავში ავტომობილი დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

11
რუსთავში ავტომობილი დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.

30 წლამდე ქალს ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.

მძღოლის თქმით, მან გზაჯვარედინზე რამდენიმე ავტომობილი გაატარა და შემდეგ განაგრძო მოძრაობა რა დროსაც მოახდინა შეჯახება, სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით პაციენტები, მოტეხილობებითა და დაბეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →