—

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

19
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

27 ოქტომბერს, ქ. მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტ - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“…

27 ოქტომბერს, ქ. მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტ - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - ფარგლებში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და მედიის წარმომადგენლებთან პროექტის შესახებ საინფორმაციო ტიპის შეხვედრები გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები სადისკუსიო ფორმატში მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც პროექტის შესახებ აქტივობების გაცნობის გარდა, ქვემო ქართლის რეგიონში კიბერ და დეზინფორმაციული საფთხეების მიმართ საზოგადოების დაუცველობის შეფასება გახლდათ.

შეხვედრის განმავლობაში, ადგილობრივ დონეზე მომუშავე საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა ინიციატივა გამოთქვეს პროექტში ჩართულობის შესახებ, რაც პროექტის ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროექტს - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებული პირებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში) მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების მედეგებოს გაძლიერებას კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →