—

„ბაირაქტარების“ მწარმოებელი თურქული კომპანია უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს

12
„ბაირაქტარების“ მწარმოებელი თურქული კომპანია უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქული კომპანია Baykar, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, „ ბაირაქტარებს “ უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ კომპანიის…

თურქული კომპანია Baykar, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, „ბაირაქტარებს“ უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა.

თურქული კომპანიის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ინტერვენციისას უკრაინის თავდაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. უკრაინისთვის ახალი „ბაირაქტარების“ საყიდლად მოხალისეები სხვადასხვა ქვეყანაში ფულსაც აგროვებდნენ.

თურქეთმა და უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე მოაწერეს ხელი. აგვისტოში თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებდა, რომ ქარხანა რამდენიმე თვეში აშენდებოდა და 2023 წელს ამოქმედდებოდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →