—

ვინ არის კახეთში ძმის მიერ მოკლული ქალი

13
ვინ არის კახეთში ძმის მიერ მოკლული ქალი
მოსასმენად დააჭირეთ

კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. „ტვ პირველის” ინფორმაციით ირკვევა, რომ სიღნაღში, წნორის გზაზე ძმის მიერ მოკლული ქალი, მერი ალადაშვილია.

კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. „ტვ პირველის” ინფორმაციით ირკვევა, რომ სიღნაღში, წნორის გზაზე ძმის მიერ მოკლული ქალი, მერი ალადაშვილია.

ზურაბ ალადაშვილი დის მკვლელობას არ აღიარებს.

მედიის ცნობით,   ძმები ჩხუბონდნენ, და კი მათ აშველებდა, რა დროსაც მას ხელი კრეს, თავი დაარტყა და სისხლისგან დაიცალა.

უმძმესი ბრალდებით პოლიციამ ხელბორკილები ზურაბ ალადაშვილს დაადო.

კახეთ ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →