—

ჰერჩინსკი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს EU ახლოდან აკვირდება

13
ჰერჩინსკი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს EU ახლოდან აკვირდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება. ასე უპასუხა მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან…

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება. ასე უპასუხა მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევაზე შეკითხვას.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს.

„ჩვენ როგორც ევროკავშირი, ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა 12 რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.

(formula)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →