—

რუსთავში ავტომობილი აფეთქდა - დაშავდა ორი ადამიანი

13
რუსთავში ავტომობილი აფეთქდა - დაშავდა ორი ადამიანი
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია.

ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. სააგენტოს ცნობით, დაშავებულს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მას გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →