—

ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება - ეროვნულ ბანკს დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვს

12
ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება - ეროვნულ ბანკს დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვს.

ამის შესახებ საქართელოს ცენტრალური ბანკის შეფმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ იანვრის ბოლომდე 10-11% შორის იმოძრავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტებზე ფასები ძალიან მაღალი იქნება. 

ეროვნული ბანკის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ინფლაციის შემცირებას თებერვლიდან ელოდებიან, თუმცა გამოიწვევს თუ არა ინფლაციის მაჩვენებლის კლება პროდუქტებზე ფასების კლებას ეს ჯერჯერობით უცნობია.

პირველი ტალღის შემოსვლა და მიგრაცია რუსეთიდან და ბელორუსიიდნ, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება, ეს რა თქმა უნდა ახდენს დაწოლას ფასებზე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბინებზე ქირა გაიზარდა, რადგანაც მოთხოვნა იყო, ამან უკვე, რა თქმა უნდა 1-1,5%-ით იმოქმედა ინფლაციაზე. წლის ბოლომდე, იანვრის თვეში, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა გვაქვს. წლიურ ინფლაციაზე ვსაუბრობ, რომელიც 10-11% შორის იმოძრავებს. მნიშნელოვან შემცირებას, თუ შევხედავთ წლიურ ჭრილში, ჩვენ თებერვლიდან ველოდებით და შემდეგ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან შემცირებებს". - თქვა კობა გვენეტაძემ.

TV Pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →