—

სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

29
სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, სადაც სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას…

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, სადაც სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ფაშინიანი მონაწილეობას სამმხრივ შეხვედრაში რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, სიმონიანმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ შეხვედრა შედგება“.

„ვიმედოვნებ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა ჩვენმა პარტნიორმა და მთავარმა მოკავშირემ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ სომხეთის ინტერესების ხაზი გაჩერდა. სომხეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას უკან“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა შედეგებს ელოდება სოჭში დაგეგმილი შეხვედრიდან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →