—

დავით ზალკალიანი - ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული

38
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული
მოსასმენად დააჭირეთ

ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა…

ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ფრენაა დანიშნული, კერძოდ – ვენაში, ამსტერდამსა და ბერლინში.

„საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირისგან. ჩვენ სპეცრეისი განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ. ასევე, ადგილზე 22 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს დახმარების პროცესი დღესაც გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი არის სრულად გაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებაზე, გახსნას სივრცე საქართველოსთვის, არ ექნება. ჩვენ არ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან. ვერ გავასწრებდით ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ან ხვალ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, უკვე სხვა ფრენებზე დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ სხვა ავიაკომპანიებთან. ეს იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც იქნება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წყარო: 1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →