—

პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, არის გარკვეული მუტაცია, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს

86
პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, არის გარკვეული მუტაცია, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს
მოსასმენად დააჭირეთ

კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ…

კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა უკვე არის.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის, რადგან პრაქტიკულად იქ მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები, შემობრუნდა კორონავირუსი და ფართოდ გავრცელდა. ასე რომ, მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაშია. ლაპარაკი არის იმაზე, რომ როდესაც რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ზოგ ქვეყანაში ისევ შეიძლება, მესამე ტალღა იყოს.

ჩვენ შემთხვევაში, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ ყველა არა, ეს მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის. თუ არ გავაგრძელებთ კორონავირუსთან ისევე კარგად მოქცვევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, იქნება უფრო ახლოს“, – განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კორონავირუსის შესაძლო მუტაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც სადღაც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. ეს არის სპაიკ-ცილა, რითიც კორონავირუსი უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, ამის მუტაცია მოხდა, რომელმაც გაუადვილა უჯრედში შეღწევა ვირუსს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს, რომ ის უფრო ადვილად გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა. ახლა ჩინელმა მეცნიერებმა ატეხეს ამაზე ამბავი, რადგან ეს შტამი ჩინეთს შეუბრუნდა უკვე ევროპიდან და ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა. ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი უმუტაციოდ, შეიძლება ამ მუტაციაზე მას არ ჰქონდეს იმუნიტეტი, რადგან სწორედ მუტაციის ერთ-ერთი მექანიზმი ის არის, რომ უჯრედში შეჭრისგან უნდა დაიცვას. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, – განაცხადა იმნაძემ.

წყარო: 1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →