—

პოდოლიაკი: ნება მომეცით შეგახსენოთ, რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შემოიჭრა

15
პოდოლიაკი: ნება მომეცით შეგახსენოთ, რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შემოიჭრა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შემოიჭრა.

"ნება მომეცით შეგახსენოთ. რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შემოიჭრა, ქალაქების დაბომბვა, ხალხის სიკვდილით დასჯა, სახლების ძარცვა, ოჯახების გაყოფა, წიგნების დაწვა, ინფრასტრუქტურის განადგურება. პროპაგანდისტები მათ [რუსებს] ბავშვების მკვლელობისკენ მოუწოდებენ. დაასახელეთ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ჯერ კიდევ არ არის აღიარებული გენოციდად?" - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →