—

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის

9
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის
მოსასმენად დააჭირეთ

როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა…

როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზისთვის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს არ მიუღია.

,,ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნა, ოფიციალური დოკუმენტაცია საქართველოში არ შემოსულა. რომც შემოვიდეს, ამ შემთხვევაში არსებობს უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის. ნებისმიერი სახის ვარაუდებზე ვერცერთ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით ერთი რამე, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება კლინიკა ,,ვივამედში", ის გადის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს და მუშაობს ექსპერტიზა ცენტი ,,ემპათიის" ჩართულობით. როდესაც ისინი დადებენ ოფიციალურ დასკვნას, მას მერე შეიძლება საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შორის ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მივმართეთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ცენტრს და ისინიც ჩაატარებენ ექსპერტიზას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი მსჯავრდადებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი ჩაატარებენ სრულ და კომპლექსურ ექსპერტიზას", - განაცხდა რატი ბრეგვაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →