—

ისრაელის თქმით, უკრაინას შეიარაღებას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემენ

10
ისრაელის თქმით, უკრაინას შეიარაღებას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემენ
მოსასმენად დააჭირეთ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემს.

Israel News-თან ინტერვიუში პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის შეჭრას, თუმცა როგორც ქვეყნის ლიდერი, ის ვალდებულია გაითვალისწინოს "ისრაელის ეროვნული და თავდაცვასთან დაკავშირებული ინტერესები". მისი თქმით, ყველა ქვეყანა ვინც უკრაინას იარაღით ეხმარება ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ქვეყნის თავდაცვითი ინტერესების გათვალისწინებით იღებს და ისიც ამგვარად იქცევა.

„ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭირეთ. პირველები ვიყავით და თუ არ ვცდები, ვრჩებით ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას საველე ჰოსპიტალი გაუგზავნა. ჩვენ გავგზავნეთ და ახლაც ვგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში, ჩვენ შევთავაზეთ და კვლავ ვთავაზობთ სამოქალაქო გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გაეროში ხმა მივეცით და დავგმეთ, აბსოლუტურად ერთხმად დავგმეთ როგორც თავად შეჭრა ასევე მკვლელობები ბუჩაში.

მაგრამ მე ისრაელის პრემიერმინისტრი ვარ და ჩემი ვალია გავითვალისწინო ისრაელის ეროვნული და თავდაცვასთან დაკავშირებული ინტერესები. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი. არ მჯერა კომპლექსურ კითხვებზე მარტივი პასუხების. არც ამერიკელებს და არც ბრიტანელებს, ვინც უკრაინას იარაღს აწვდიან არ გაუგზავნიათ საკუთარი საჰაერო თავდაცვა რუსული ტანკების კოლონის დასაბომბად. ყველა ითვალისწინებს საკუთარ თავდაცვით ინტერესებს და მეც ზუსტად ასე ვიქცევი“ - განაცხადა ლაპიდმა.

გარდა ამისა, კითხვაზე რა პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა ისრაელის პრემიერის თქმით, ეს "საზღვრის გადაკვეთა იქნება", რაც მას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესებიდან გამომდინარე არასწორად მიაჩნია.

„ეს არის ერთგვარი საზღვრის კვეთა, კვეთა რაც ბევრი მიზეზის გამო მე არასწორად მეჩვენება. მე ვსაუბრობ იმ არგუმენტების სერიაზე, რაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი პოლიტიკა მე სწორად მიმაჩნია. ეს არ აუქმებს უკრაინის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ჩვენს ერთგულებას“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →