—

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით

11
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მან…

თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ზანგელანში აეროპორტის გახსნაში.

„ჩვენ გავხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში“, - აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის ზანგელანში აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

„ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, გაიხსნება გზა შუშასკენ. ეს ადგილები გაცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - განაცხადა ერდოღანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →