—

პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12
პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

გურჯაანში, 7 წლის ბავშვზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეორეკლასელი მოსწავლის დედა ეკა გოგინაშვილი „ფორმულასთან“ ჰყვება, რომ თანაკლასელებმა მის შვილს ყელში მავთული წაუჭირეს და ბავშისთვის ყელის არეში მიყენებული დაზიანების ფოტოსურათს ავრცელებს.

„ბავშვებს შორის მოხდა უთანხმოება. კლასელებმა ჩემს შვილს ყელში მავთული წაუჭირეს. ბავშვი იძახის, რომ იხრჩობოდა. შემდეგ საპასუხოდ ჩემს შვილს, ვინც ყელში მავთული წაუჭირა, სახეში გაურტყამს. მასწავლებელი შეესწრო ამ სიტუაციას და მასწავლებელმა გაარტყა ნიკოლოზს სახეში. ეს ყველაფერი ვაცნობე დირექციას და რესურსცენტრს. ახლა მიდის მოკვლევა. იცის სამინისტრომაც. სანამ სამინისტრომდე არ მივიტანე ინფორმაცია, რეაგირება არ მოჰყოლია“, — განაცხადა გოგინაშვილმა.

მისი თქმით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა.

გურჯაანის საგნმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი ამბობს, რომ მანდატურის სამსახურმაც და სკოლის დირექციამაც „ყველაფერი სწორად გააკეთა“ და მოკვლევა მიმდინარეობს.

„ამ მოკვლევას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, წყნარად მშვიდად ჩატარდეს და ჩაინიშნოს დისციპლინური კომიტეტის სხდომა“, — განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

(netgazeti)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →