—

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება უარყო

9
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება უარყო
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიუხედავად, ირანი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა…

რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიუხედავად, ირანი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება უარყო.

„თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და სურს ომის დასრულება და ხალხის იძულებითი გადაადგილების დასრულება“, - აღნიშნა ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა.

მისი მტკიცებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დიპლომატიური გზით შეაჩეროს და ევროპელებს ურჩევს, ეს საკითხი რეალისტური მიდგომით განიხილონ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →