—

რომელ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკებები

55
რომელ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკებები
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან…

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარია ირლანდიაზე, პერუზე, ფილიპინების რესპუბლიკაზე, ჰონდურასსა და ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოზე.

2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან. ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ამასთან, ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან.

2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ვიზის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →