—

გიორგი ვაშაძე - ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, „ქართული ოცნების“ არჩევანია - მოსკოვი

11
გიორგი ვაშაძე - ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, „ქართული ოცნების“ არჩევანია - მოსკოვი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი მიზანია საქართველო არ ასცდეს ევროპისკენ გზას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

„ ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ ,,ქართული ოცნებისგან", ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი. რაც შეეხება ევროპელების გზავნილებს, ისინი სამწუხაროდ, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას მმართველ ძალაში.

ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს უფრო რთული რეფორმები უფრო მოკლე ვადაში შეუსრულებია და ამ რაღაც გარჩევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ შევხვდით საგარეო უწყებას, ბატონ რუფს, შევხვდით იმ ჯგუფს, რომელმაც 12 რეკომენდაცია მოამზადა, იმ ადამიანებს, რომლებიც კვლავ დიდი წუხილით ამბობენ, რომ 12 პუნქტის გაცემის შემდგომ გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანს.

ეს შედეგი პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აჩვენოს. ჩვენ, ოპოზიცია გუშინ შევედით და მხარიც კი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით ვაჩვენეთ კონსტრუქციულობა”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →