—

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებმა, ერთ თვეში, 233 „კამიკაძე- დრონი” გაანადგურეს

10
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებმა, ერთ თვეში, 233 „კამიკაძე- დრონი” გაანადგურეს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინელმა დამცველებმა, ერთი თვის განმავლობაში 233 „კამიკაძე- დრონი” ჩამოაგდეს, აქედან მხოლოდ კიევის მიმართულებით ოთხშაბათს 10 Shahed-ი განადგურა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ…

უკრაინელმა დამცველებმა, ერთი თვის განმავლობაში 233 „კამიკაძე- დრონი” ჩამოაგდეს, აქედან მხოლოდ კიევის მიმართულებით ოთხშაბათს 10 Shahed-ი განადგურა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ვმუშაობთ უკრაინის ცის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები: ერთი თვის განმავლობაში 233 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-ი და ათობით რაკეტა ჩამოვაგდეთ. დღეს ათი ირანული დრონი განადგურდა და ეს მხოლოდ კიევის მიმართულებით. კიდევ 11 Shahed-ი სამხრეთის საჰაერო სარდლობის ჯარისკაცების წყალობით განადგურდა. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი სამუშაოსთვის! სამწუხაროდ, არის ზარალიც. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი დაზიანება გვაქვს. დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდულად გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება და იმ მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც მოიხმარენ ბევრ ენერგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →