—

ანდრეი ერმაკის განცხადებით, ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია "პროპაგანდისტული შოუა"

14
ანდრეი ერმაკის განცხადებით, ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია "პროპაგანდისტული შოუა"
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ხერსონის მაცხოვრებლები "ქალაქის დაბომბვის შესახებ ყალბი ცნობით" და მოაწყოს "ევაკუაციასთან…

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ხერსონის მაცხოვრებლები "ქალაქის დაბომბვის შესახებ ყალბი ცნობით" და მოაწყოს "ევაკუაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული შოუ."

მან ამას "პრიმიტიული ტაქტიკა" უწოდა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.

ხერსონში მაცხოვრებლების "ორგანიზებული მოძრაობა" დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, სადაც დროებითი განსახლების ობიექტებია განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანამდე ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებდნენ 50-60 ათასი მოსახლის გადაყვანას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და რუსეთის რეგიონებში.

ასევე, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა SMS შეტყობინებები ხერსონის ორგანიზებულად დატოვების შესახებ და გაფრთხილება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ დაბომბვას საცხოვრებელ ადგილებში."

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღების ვარიანტი არ შეიძლება გამოირიცხოს, რადგან მისივე შეფასებით ხერსონში მდგომარეობა "რთულია."

(formula)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →