—

ოთარ გრიგოლია - ჩვენი ოპონენტების მოქმედებები ყველა ზღვარს გადასცდა და ამაზრზენი ფორმა მიიღო

12
ოთარ გრიგოლია - ჩვენი ოპონენტების მოქმედებები ყველა ზღვარს გადასცდა და ამაზრზენი ფორმა მიიღო
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები ყველა ზღვარს გასცდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები ყველა ზღვარს გასცდა.

განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მოქმედებები ყველა ზღვარს გადასცდა და ამაზრზენი ფორმა მიიღო. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ ტრაგედიის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც სრულიად ამორალურია“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქციის თავმჯდომარე მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, შეწყვიტონ უღირსი კამპანია და კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

„მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ეს ამაზრზენი კამპანია და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ და ადეკვატურ რეჟიმს, რომელსაც იმსახურებს არსებული რეალობა და ის ოჯახები, რომელიც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. მათ პოლიტიკურ ინტერესებსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, რომელიც გადალახული არ უნდა იქნას“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ის ასევე აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, მცდარი იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და პასუხისგებაში არავინ მიეცემა.

„ქალაქის მერმა დღეს დაავალა მერიას დაქვემდებარებულ უწყებებს ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების განხორციელება, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენექსპერტმა“ შეასრულა. ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რათა კიდევ უფრო მეტ კითხვაზე მივიღოთ პასუხი“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →