—

ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან

13
ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან
მოსასმენად დააჭირეთ

მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ…

მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა ევროსაბჭოში და უკრაინის დელეგაციის სახელით ესწრებოდა შეხვედრებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა წლებია გრძელდება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვი, ჩვენ გვაქვს ცალმხრივი მეგობრობა უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს უკვე წლებია გრძელდება. ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი. უკრაინის ჯერ წინა ხელისუფლება, შემდეგ მოქმედი ხელისუფლება იფარებს უმძიმეს დამნაშავეებს, კრიმინალებს, რაც რა თქმა უნდა, ერთგვარი უპატივცემულობის გამოვლინებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა დღეს, უკრაინა იმყოფება ომის მდგომარეობაში. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხი არის ისტორიულად ჩვენი მეგობარი ხალხი და ამას ვცემთ პატივს. ასეთი უმძიმესი ნაბიჯების მიუხედავად, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ცალმხრივი მეგობრობა შენარჩუნდება“.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი მმართველმა პარტიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს ვერ დაუჭერდა ისეთ რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი, თუნდაც ირიბი ფორმით ნახსენებია პოლიტიკურ პატიმრად.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →