—

თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა

13
თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც დაცვის წარმომადგენლები არ აძლევენ.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" დეპუტატები ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რის საფუძველზე არ აძლევენ მათ მერიის შენობაში შესვლისა უფლებას. მათივე თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უკანონო დავალებას ასრულებენ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ერთ საათზე მეტია ითხოვენ. მათ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან კითხვების დასმა სურთ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →