—

მარნეული-სადახლოს გზაზე 28 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულების ეტაპზეა

17
მარნეული-სადახლოს გზაზე 28 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულების ეტაპზეა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეული-სადახლოს გზაზე ჯამში, 28 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტმანეტის ინფორმაციით, პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

„სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მისმა ღირებულებამ 8 მლნ. ლარი შეადგინა.

მარნეული-სადახლოს გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გზით მოსარგებლეებისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე 20-მდე პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება 130 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები და 5 ხიდის მშენებლობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →