—

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს

10
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმება გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, - ამის შესახებ…

ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმება გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

„ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ წარადგინეს შეფასება, რომ ირანის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების (რუსეთისთვის) მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეთანხმებით“, - განაცხადა პატელმა.

მისი თქმით, ირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება.

„მიგვაჩნია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ირანიდან რუსეთში გადადის და რუსეთი უკრაინაში იყენებს, იმ იარაღს შორისაა, რომელზეც #2231 რეზოლუციის თანახმად, ემბარგო ვრცელდება“, - აღნიშნა პატელმა.

შეგახსენებთ, ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის. ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას ირანული ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ ესხმიან თავს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინის საჰაერო ძალები ანადგურებენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →