—

სალომე ზურაბიშვილი -  საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია

102
სალომე ზურაბიშვილი -  საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.

ამასთან, ის კიდევ ერთხელ შეეხო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ სტაბილურობის შენარჩუნების გამო მიიღო.

„ეს კანონი დღეს ქვეყანაში საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს და რომელმაც არ დაუჭირა მხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ასევე, სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე კონსტიტუციით და ასევე მორალურად თავი პასუხისმგებლად მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ნორმალურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი ნაბიჯი, ის მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. ასევე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ელჩების და ფასილიტატორების როლს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →